მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა მინისტრებს დავალებებს აძლევდა - გახარია ივანიშვილთან ზარზე
ექსპრემიერ გიორგი გახარიას ინტერვიუ "ამერიკის ხმასთან" - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა დღეს პირველად განმარტა, რატომ ურეკავდა "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე.
გახარიას თქმით, მას მოეჩვენა, რომ ივანიშვილი მის მინისტრებს მართავდა:
მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა (ივანიშვილი) იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა, მათ რაღაც დავალებებს აძლევდა და ამის გასარკვევად ვრეკავდი - განაცხადა გახარიამ.