შემდეგი კითხვა - გახარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ისევ არ საუბრობს

25.06.21 19:52
შემდეგი კითხვა - გახარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ისევ არ საუბრობს

"რა თქმა უნდა, ქვეყანაში გავლენების პრობლემა გვაქვს" - ამბობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ არ არქმევს "უჩინარ ხელს ივანიშვილის სახელს", მაშინ როცა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე, Freedom House  პირდაპირ მიუთითებს, შეერთებულ შტატებში კი სახელმწიფოს მიტაცებაზე აქტიურად საუბრობენ. 

არაფორმალური გავლენების ჯგუფების პრობლემა ქვეყანაში არის და ეს ფაქტია. ამას მარტო მე არ ვამბობ. Freedom House-ს თავისი მიზნები და კვლევითი ტექნოლოგიები აქვს. გეუბნებით, რომ დღეს და დიდი ხანია, ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ადამიანია"- თქვა გახარიამ. 

კითხვა - არის თუ არა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი, ექსპრემიერმა უპასუხოდ დატოვა - "შემდეგი კითხვა, ეს არ არის სწორად დასმული კითხვა"- მიმართა მან ჟურნალისტს. 

მსგავსი სიახლეები