მელიას დაკავება პოლიტსაბჭოზე გადაწყდა - ადვოკატი კობახიძის აღიარებაზე

13.03.21 13:33
მელიას დაკავება პოლიტსაბჭოზე გადაწყდა - ადვოკატი კობახიძის აღიარებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, პატიმარ ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილისთვის  კობახიძის გუშინდელი აღიარება, რომ მელიას დაკავება პოლიტსაბჭოზე წყდებოდა,  მოულოდნელი არ ყოფილა. 

ირაკლი კობახიძის განცხადება ეს იყო პირდაპირი აღიარება რომ ნიკა მელია არის მაგალითი პოლიტიკური დევნისა. პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა მელიას დაკავება ჯერ კიდევ სასამართლო რამდენიმე წუთის დაწყებული იყო როცა მოხდა დაპირისპირება პრემიერსა და გუნდს შორის. საიდან იცოდა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რომ სასამართლო გამოიტანდა გადაწყვეტილებას ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. ეს იყო ნათელი, სპეცრაზმი იყო წინასწარ მობილიზებული - ამბობს კონდახიშვილი.