საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდა და არ არსებობს - გახარია

25.06.21 19:22
საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდა და არ არსებობს - გახარია

გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არც ახლა  და არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებობდნენ. 

დღესაც ვთვლი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდა და არ არსებობს. პოლიტპატიმრების კონტექსტში, რა თქმა უნდა, (სენატორების განცხადებებს) არ ვეთანხმები და მე ეს პოზიცია დღესაც დავაფიქსირე ვაშინგტონში.

პრემიერობიდან თუ გადავინაცვლე სხვა პოლიტიკურ სივრცეში, ეს არ ნიშნავს, რომ პოზიციებს ვიცვლი ერთ დღეში და ერთ თვეში, მაშინაც ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ ყოფილან", - განაცხადა გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც  ექსპრემიერს ამერიკის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი მწვავე წერილები შეახსენა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე სენატორები ღიად საუბრობდნენ.

მისი თქმით, მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობის არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში გაჩნდა ჩანაწერი პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. 

 

მსგავსი სიახლეები