ამ NGO-ების არავის სჯერა, სუბიექტურ ინტერესებს ატარებენ - მაჭარაშვილი EaP-ის 2023 წლის ინდექსზე
ამ ენჯეოების არავის არ სჯერა. ისინი დღემდე საიდანაც ფინანსდებიან, სამწუხაროდ, სუბიექტურ ინტერესებს ატარებენ - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" რადიკალური ფრთის წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი Eap-ის 2023 წლის ინდექსით გამოვლენილ შედეგებს.
მაჭარაშვილის თქმით, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ სად ჩამორჩა საქართველო უკრაინას და სად გაუსწრო უკრაინამ საქართველოს.
ამ ენჯეოების არავის არ სჯერა. ისინი დღემდე საიდანაც ფინანსდებიან, სამწუხაროდ, სუბიექტურ ინტერესებს ატარებენ და სამწუხაროდ, თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ჩამორჩენაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ სად ჩამორჩა საქართველო უკრაინას და სად გაუსწრო უკრაინამ საქართველოს. ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. უკრაინამ ომის პირობებში მიიღო, სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსი, საქართველომ მშვიდობის შენარჩუნების ფონზე. უკრაინაში არის ეკონომიკის დაღმავლობა, საქართველოში არის ეკონომიკის აღმავლობა", - ამბობს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, მესამეზე კი, საქართველოა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად.