ჩვენ ოპოზიციისთვის და ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისთვის რომ დაგვეჯერებინა, სასამართლოში ორი მოსამართლე გვეყოლებოდა - მაჭარაშვილი
საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციისა და უცხოელი პარტნიორების დადანაშაულების რეჟიმშია გადასული - "ქართული ოცნების" რადიკალური ფრთის წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სამი მოსამართლის შეცვლისთვის გამოცხადებულ კონკურსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ოპოზიციის და "ზოგიერთი უცხიელი პოლიტიკოსის" აზრს გაითვალისწინებდა, ქვეყანას სასამართლო სისტემა თავზე ჩამოენგრეოდა.
ჩვენ რომ რადიკალური ოპოზიციისთვის და ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისთვის დაგვეჯერებინა, დღეს უზენაეს სასამართლოში ორი მოსამართლე გვეყოლებოდა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მესამე ინსტაციის სასამართლო მართლმსაჯულებაში როგორ შეიძლება, იყოს ორი მოსამართლისგან შემგდარი. მოსამართლეების მხრიდან მე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, არ მომისმენია საჯაროდ ისეთი პრეტენზია, რომ მათ რაიმე ტიპის ხელის შეშლა ჰქონდათ პროცესებზე", - ამბობს მაჭარაშვილი.