საქართველოში ხალხი დღესაც ჩემი შემოტანილი ვაქცინით იცრება - გიორგი გახარია

25.06.21 20:30
საქართველოში ხალხი დღესაც ჩემი შემოტანილი ვაქცინით იცრება - გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაცია დღესაც მის მიერ შემოტანილი დოზებით ტარდება. 

დღეს იცით რა ვაქცინებია დარჩენილი და რა ვაქცინით იცრება ხალხი? - აი, მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე, ჯერ კიდევ ის ვაქცინებია. იმ ვაქციებით იცრება ხალხი, ახალი არაფერი შემოსულა. ეს გავაკეთე და უფრო მეტს გავაკეთებდი"- თქვა ექსპრემიერმა. 

გახარიამ მმართველ გუნდს ვაქცინაციის პროცესში წარმატებები უსურვა და თქვა, რომ ეს საკითხი ზეპარტიულია.