ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან - პრემიერის პასუხი ლევან ხაბეიშვილს
საქართველოს პრემიერმა ,,ნაცმოძრაობის" წევრის ბრალდებას უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ხაბეიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ადრე ლევანი კარგი ბიჭი იყო და ახლა კონტროლიდან გავიდა. რაც შეეხება საათის ფასზე დასმულ შეკთხვას, პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ საზოგადოებას არ აინტერესებს.
ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან, 2013-2014 წლებში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა, არ ვიცი. თქვენ მიხვდებით, მაშინ სადაც გნახეთ. რა გიპასუხოთ , არ ვიცი, გარდა იმისა, რომ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. ასეთი იაფფასიანი შეკითხვები საზოგადოებას არ აინტერესებს. რომ გახვედი კონტროლიდან, ჩემი ნათქვამი ტყუილია? - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
,,6665 ადამიანის საარსებო მინიმუმი თქვენ მხოლოდ მაჯაზე გკიდიათ" - ხაბეიშვილმა დღეს პარლამენტში პრემიერს ასეთი ბრალდება წაუყენა.