"ოცნებამ" მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდად არის შეფასებული
საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამებლეის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორატაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, რეზოლუციას, რომლის კენჭისყრაც ცოტა ხნის წინ შედგა, ხმა მისცეს ლევან ბეჟაშვილმა, ხატია წილოსანმა - "ქართული ოცნებიდან" და ქეთევან ტურაზაშვილმა - ალეკო ელისაშვილის პარტიიდან.
ხატია წილოსანი და გივი მიქანაძე "ქართული ოცნების" ის დეპუტატები არიან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას ხმა მისცეს.
რეზოლუციით ევროსაბჭო მოუწოდებს მის წევრ ქვეყნებს, შეაფასონ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი.