კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აქტივისტებს - გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობა შეეფარდათ

25.01.24 18:16
კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აქტივისტებს - გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობა შეეფარდათ

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აქტივისტებს - გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას - საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა - საქალაქო სასამართლოში შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა ხასაიას და ჩიქობავას პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. სასამართლოს შენობაში მყოფ პირებს, რომლებმაც აქტივისტების დაკავება გააპროტესტეს, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ბრალდებულების უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში აქტივისტების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს და საქმე სამართლებრივ აბსურდთან გვაქვს. 

მოძრაობა "ხმის" ორი თანადამფუძნებელი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ორივე მათგანს შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება   (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 18 მარტს 12 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები