დატოვებენ პატიმრობაში თუ გაუშვებენ თავისუფლებაზე? - სასამართლოში კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტების პროცესი იწყება
დატოვებენ პატიმრობაში თუ გაუშვებენ თავისუფლებაზე? - ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტების პროცესი იწყება. საბრალდებო სკამებზე გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სხედან. ორივე მათგანს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და რაც ექვს წლამდე პატიმობით ისჯება. რას გადაწყვეტს მოსამართლე ეს წუთი-წუთზე უნდა გახდეს ცნობილი.
ბრალდებულების უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში აქტივისტების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს და საქმე სამართლებრივ აფსურდთან გვაქვს.
ჩვენთვის როგორც არის ცნობილი, პროკურატურა ითხოვს ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა იყოს შეფარდებული ბრალდებულების მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ შუამდგომლობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა იყვნენ დატოვებულნი. ვნახოთ, რა მოხდება პროცესზე, შესაძლოა, დაყენებულ იქნას გირაოს შეუამდგომლობაც", - ამბობს ბრალდებულების ადვოკატი.
პროკურატურა კი პატიმობას ითხოვს და აცხადებს, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, რაც დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს.
პროკურორის თქმით, გიორგი ხასაია კაკო ჩიქობავა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდნენ
ორივე ბრალდებულს ბრალდება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილს ჯგუფურად. პროკურატურა ითხოვს ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას. საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ სორის არაერთი გამოკითხვის ოქმი, ვიდეო ჩანაწერები, მათ შორის ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას", - ამბობს პროკურორი.
მოძრაობა "ხმის" ორი თანადამფუძნებელი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
ორივე მათგანს შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.