ხასაიას და ჩიქობავას მხარდასაჭერად პროტესტმა სასამართლოდან თსუ-სთან გადაინაცვლა

25.01.24 20:17
ხასაიას და ჩიქობავას მხარდასაჭერად პროტესტმა სასამართლოდან თსუ-სთან გადაინაცვლა

სასამართლოს ეზოდან პროტესტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლა. 
სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები თსუ-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებს მიმართავენ და კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პატიმრობაში გაშვებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებმა მიმართეს თსუ-ს რექტორს ჯაბა სამუშაიას და მას დაკავებულების მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები ამბობენ, რომ ადმინისტრაციის გადაყენებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ხვალ 10 საათზე ისინი ზანდუკელის ქუჩასთან იქნებიან, სადაც კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლება იგეგმება.

სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტებს საქალაქო სასამართლოს შენობა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პროტესტი კი დაკავებული ლექტორების პატიმრობაში გაშვებას მოჰყვა.
 

მსგავსი სიახლეები