კალაძის ნეპოტიზმის, უნიჭობის, კორუფციის, უფანტაზიობის გამო ჩვენ ვიხდით 18 მილიონს დამატებით - გეგელია

25.01.24 22:21
კალაძის ნეპოტიზმის, უნიჭობის, კორუფციის, უფანტაზიობის გამო ჩვენ ვიხდით 18 მილიონს დამატებით - გეგელია

„კალაძის ნეპოტიზმის, უნიჭობის, კორუფციის, უფანტაზიობის გამო ჩვენ ვიხდით 18 მილიონს დამატებით,“ - ამ განცხადებას „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია „რეაქციაში“ აკეთებს და მთავრობის საეჭვო გარიგებებზე საუბრობს.

გეგელია ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას ხელშეკრულება დადოს იმ კომპანიასთან, რომელმაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ვერ შეძლო.

სახეზეა სრული ტოტალური ქაოსი, ქაოსის გარდა ბევრად უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რაც არის აშკარად კორუფციული ინტერესი. ვის წარმოუდგენია, რომ 16 რიცხვში გენერალურმა მდივანმა კალაძემ თქვას, რომ ვიწუნებ კომპანიას და ორ დღეში აქედან მისივე ხელისუფლების ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15 მილიონი ჩვენი ჯიბიდან გადაიხადოს ამხელა მნიშვნელობის პროექტში.
ის კომპანია, რომელიც წერეთლიდან გააგდეს იმიტომ, რომ ვერაფერს აკეთებდა, ახლა 15 მილიონად ისევ ჩვენი ჯიბიდან - ჩვენ ვიხდით კალაძის ნეპოტიზმის, უნიჭობის, კორუფციის, უფანტაზიობის გამო ჩვენ ვიხდით 18 მილიონს დამატებით," - ამბობს გეგელია.

 

გამომშვიდობება 15 მილიონიანი პროექტით - კომპანიას, რომელიც   ჩავარდნილი სამუშაოების გამო მერიამ წერეთლის  გამზირიდან სკანდალით გაუშვა,  საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  ქვეყნის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი დაუკვეთა. კომპანია "ერ ტე დემ" ახალი შეთავაზება შავ სიაში შეყვანამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო

მსგავსი სიახლეები