სანქციები ქართველი მოსამართლეებისთვის - "ლელო" აშშ-ში შეხვედრებს მართავს
სანქციები ქართველი მოსამართლეებისთვის - ფრაქცია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ვაშინგტონში კონგრესმენებს შეხვდნენ და ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება განიხილეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ აშშ-მ ბულგარეთის პრეცედენტი უნდა გამოიყენოს.
ერთ-ერთი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, კონ
სენატში გვქონდა საუბარი, პროცესი არის დაძრული, ჩაერთვება სახელმწიფო დეპარტამენტი, პირველ ეტაპზე მოგზაურობის შეზღუდვაზეა საუბარი. კონკრეტულ მოსმაართლეებზე, რომლებიც არიან შემჩნეული კლანის გვალენის გაძლიერებაში და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაში. ესეთი რამ გაკეთდა ბულგარეთში და ალბანელ მოსმაართლეებთან მიმართებით და საკმაოდ ეფექტური მექანიზმია. ამერიკელი მეგობრები არიან სერიოზულად ანწყობილი, პროცესი არის დაძრული, უნდა ველოდეთ რომ სანქციები ამოქმედდება", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.