რეფინანსირების განაკვეთის და არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია ქვეყანაში “კუსტარული” ხელშეკრულებები მევახშეებთან - აბესაძე
"სწორედ რეფინანსირების განაკვეთის და არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია ქვეყანაში “კუსტარული” ხელშეკრულებები მევახშეებთან", - ამ განცხადებას ეკონომისტი ოთარ აბესაძე აკეთებს.
როგორც აბესაძე განმარტავს, არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ასევე, ამბობს, რომ ლარიზაციის პროგრამამ, რაც სხვა ვალუტაში სესხების გაცემას ზღუდავს, დააზარალა საშუალო და მსხვილი ბიზნესი.
ფულადსაკრედიტო პოლიტიკას საქართველოში წარმართავს მთავრობა ეროვნული ბანკის მეშვეობით.
საპროცენტო განაკვეთის ზღვარს, საკრედიტო ვადას, აღსრულების პირობებს, რეფინანსირების განაკვეთს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მოცემულობას ადგენს ეროვნული ბანკი.
მაგალითად თუ თქვენ აიღეთ სესხი 100 000 ლარი, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 15% ანუ უხეშად 15 000 ლარი. აქედან რეფინანსირების განაკვეთით მთავრობას მიაქვს 9.5% ანუ 9 500 ლარი ხოლო ბანკს რჩება 4 500 ლარი.
ასევე ლარიზაციის კანონის მიხედვით ბანკები ვეღარ შედიან სხვა ვალუტის (დოლარი, ევრო) მარტივი წესით გასესხების და საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდვის პროცესში. სწორედ ლარიზაციის პროცესის გამო არის დაწესებული ასევე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სხვა ვალუტის სესხებზე და ამით დაზარალდა საშუალო და მსხვილი ბიზნესი.
სწორედ რეფინანსირების განაკვეთის და არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია ქვეყანაში “კუსტარული” ხელშეკრულებები მევახშეებთან და ა.შ," - წერს აბესაძე.