„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში სააკაშვილის, გვარამიას და ლაზარეს საქმეები მოხვდა

26.01.24 13:46
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში სააკაშვილის, გვარამიას და ლაზარეს საქმეები მოხვდა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიურ ანგარიშში - „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“ ყურადღება გამახვილებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე, მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და ლაზარე გრიგორიადისის საქმეები. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ნათქვამია, რომ:

2023 წლის აპრილში სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ 
სასამართლოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე იმ 
არგუმენტით, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები არ გამოდგება სააკაშვილის 
სამკურნალოდ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს 
მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე 
და, შესაბამისად, არც საქართველოს ხელისუფლებას დაევალა ყოფილი პრეზიდენტის 
საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას 
აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების 
შესაბამისად, დაიცვას ყველა დაკავებულის ჯანმრთელობა, უზრუნველყოს ადეკვატური 
სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს', - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ნიკა გვარმიას:

შეწყალების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საერთაშორისო პარტნიორების მოწონება
დაიმსახურა, რადგან ის შეფასდა, ერთი მხრივ, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზად, 
ხოლო, მეორე მხრივ, პოლარიზაციის შემცირების საშუალებად', - წერია დოკუმენტში.

ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით კი, ორგანიზაცია წერს, რომ  "ოცნების" წევრების განცხადებებმა დამატებით შეუწყო ხელი საზოგადოებაში ლაზარეს მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას.

ლაზარესთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები მისი „სხვადასხვა ნიშნით“ 
მსხვერპლად შერჩევასთან დაკავშირებითაც, რადგან მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, 
რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ და მას „გზას აცდენილი კაცი“ უწოდა. ასევე, 
პრემიერ-მინისტრის განცხადებაში აქციებში მონაწილე ახალგაზრდები დახასიათებულნი
იყვნენ, როგორც „ექსტრემისტული დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის
ფორმიანები“.199 ასეთი ტიპის განცხადებებმა დამატებით შეუწყო ხელი საზოგადოებაში
ლაზარეს მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას", - წერია ანგარიშში.

ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

მსგავსი სიახლეები