დასაქმება კითხვის ნიშნის ქვეშაა - ეს კლინიკები რა რაოდენობის მედპერსონალს მიიღებენ - ექიმის პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს

26.01.24 19:44
დასაქმება კითხვის ნიშნის ქვეშაა - ეს კლინიკები რა რაოდენობის მედპერსონალს მიიღებენ - ექიმის პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს

"ჩვენი დასაქმება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ეს კლინიკები რა რაოდენობის მედპერსონალს მიიღებენ", - ასე პასუხობს რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის ექიმი ნუცა სორდია.

ნუცა სორდია ჯანდაცვის სამინისტროს პასუხობს, რომელმაც გამოაქვეყნა სია იმ კლინიკების ჩამონათვლის, სადაც გადანაწილდებიან რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი თანხმობის შემთხვევაში. 

სრული კოლაფსი მოხდება, თუ რესპუბლიკური საავადმყოფო დაიხურება. ჩვენი დასაქმება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ეს კლინიკები რა რაოდენობის მედპერსონალს მიიღებენ. მეორე, კლინიკა ბაზა სჭირდება აუცილებლად - ეს პაციენტები, ეს საწოლფონდი აუცილებელია. არ ვამბობთ, რომ კლინიკა არ უნდა შეიცვალოს და ევროსტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს, მაგრამ მისი დაშლა წარმოუდგენელია, რადგან ეს მოსახლეობაზე აისახება,“ - ამბობს ნუცა სორდია, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის ექიმი.

რომელ კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურის მედპერსონალს - უწყება სიას აქვეყნებს.  

მსგავსი სიახლეები