ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
ალექსანდრ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბუგდან აურესკუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას გაეცნენ.
მინისტრები საქართველოს გუშინ გვიან ღამით ეწვივნენ. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მინისტრების ვიზიტი ჯოზეფ ბორელის დავალებით სრულდება.