გურიის ახალი გუბერნატორის ვინაობა ცნობილია

26.06.21 14:03
გურიის ახალი გუბერნატორის ვინაობა ცნობილია

ტვ პირველის ექსკლუზიური ინფორმაციით, გურიის გუბერნატორად გიორგი ურუშაძე ინიშნება. ჩვენს წყაროს დაყრდნობით, 37 წლის ურუშაძე  ჯერ ფინანსთან სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, ამჟამად კი ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს.
ურიშაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


ინფორმაცია ურუშაძის  გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ტვ პირველს მისმა მამამ, ნუგზარ ურუშაძემ, დაუდასტურა, რომელიც პარტია ,,ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციაში მუშაობს.