არაფერ შუაში არ იყო ფაშინიანის ვიზიტთან, მხოლოდ ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებ - სარჯველაძე პრეზიდენტზე
"ქართული ოცნება" აღიარებს, რომ პრეზიდენტი დასაჯეს. ასე პასუხობს კობახის გუნდი კითხავს: რატომ არ იცოდა სალომე ზურაბიშვილმა, რომ თბილისში სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი მოდიოდა.
მეტიც, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრასთან არაფერ შუაში იყო, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლიდათ.
ის აბსოლუტურად არაფერ შუაში არ იყო ამ შეხვედრასთან, ამ ვიზიტთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ, ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებ. ზურაბიშვილმა თავად მოისპო შესაძლებლობა, რომ რეალურად, კონსტრუქციული წვლილი შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში. მიიყვანა ყველაფერი, მათ შორის, შეუთანხმებელი ნაბიჯებით, გახსოვთ თქვენ, ეს იყო მთავარი ფაქტორი, შეუთანხმებელი ნაბიჯებით, რეალურად მდგომარეობა იქამდე, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება. თანმიმდევრული მგონია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ის ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ცდილობს, რომ არ შედგეს ასეთი თანამშრომლობა", - ამბობს სარჯველაძე.
სალომე ზურაბიშვილს ფაშინიანის ვიზიტი დაუმალეს - საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ სომხეთის პრემიერი საქართველოში იმყოფებოდა. ღარიბაშვილის მთავრობამ სომხეთის ლიდერს ისე უმასპინძლა, რომ შეხვედრა პრეზიდენტთან არც კი ჩანიშნულა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ღარიბაშვილი უმაღლეს მთავარსარდალს ლიდერებს უმალავს. ასე მოხდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც. პრეზიდენტმა პრემიერის საქციელი განცხადებით დაგმო, რასაც ღარიბაშვილის ადმინისტრაციამ ახალი განცხადებით უპასუხა, თუმცა ისე, რომ თავი საერთოდ არ უმართლებია და არც პრეზიდენტი შეუმჩნევიათ. მთავრობის ადმინისტრაციამ შეგვატყობინა, რომ ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა მთაწმინდაზე ივახშმეს.