"ოცნებიდან" "ხალხის ძალაში" გადაყვანილი დეპუტატი ქვეყნიდან გაიქცა

27.01.24 21:41
"ოცნებიდან" "ხალხის ძალაში" გადაყვანილი დეპუტატი ქვეყნიდან გაიქცა

"ქართული ოცნებიდან" "ხალხის ძალაში" გადაყვანილი დეპუტატი ქვეყნიდან გაიქცა - ჩოხატაურის საკრებულოს წევრმა, მიხეილ თავართქილაძემ საქართველო ისე დატოვა, რომ პარტია აზრზეც კი არ იყო. 

გაქცეულმა დეპუტატმა გუნდს ამერიკიდან წერილი გამოუგზავნა და და აცნობა, რომ უკან არასდროს დაბრუნდება. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი შეერთებულ შტატებს სავარაუდოდ პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. 

ამბავს ჩოხატაურის საკრებულოს მაღალჩინოსნები 4 თვის განმავლობაში მალავდნენ. მეტიც თავართქილაძეს სადეპუტატო უფლება-მოსილების ხარჯს დღემდე ურიცხავენ. 

როგორ აღწევენ დეპუტატები თავს მშობლიური პარტიის ტყვეობას -  თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი