"სინათლე გვირაბის ბოლოს" - ზურაბიშვილი საქართველოში ვაქცინის შემოტანას ეხმაურება

13.03.21 13:59
"სინათლე გვირაბის ბოლოს" - ზურაბიშვილი საქართველოში ვაქცინის შემოტანას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვაქცინის პირველი დოზების  შემოტანას  Twitter-ზე  ეხმაურება და მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს ვაქცინის შემოტანაში დაეხმარნენ.

ასე გამოიყურება "სინათლე გვირაბის ბოლოს". მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს.ჩვენ კვლავ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობით კრიზისი დაიძლევა, - წერს ზურაბიშვილი.

 საქართველოში, AstraZeneca-ს 43 200 დოზა დღეს შემოვიდა.