1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება - "პირველების" ექსკლუზივი
1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება - "პირველების" ექსკლუზივი.
"პირველების" ინფორმაციით, პარტიის ახალ ყრილობაზე მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს.
როგორც "პირველებისთვის" გახდა ცნობილი, გასულ კვირას "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭო გაიმართა, სადაც ყრილობის გამართვის და ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.
სამთავრობო კარუსელი "ქართულ ოცნებაში" - "პირველების" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის გადაყვანას განიხილავს. პარტიის ახალი წესდების თანახმად, პრემიერ-მინისტრის შეცვლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.