ექსკლუზივი: პრემიერი იცვლება
"პირველების" ინფორმაციით, 1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობაზე მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს.
პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი.
როგორც "პირველებისთვის" გახდა ცნობილი, გასულ კვირას "ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭო გაიმართა, სადაც ყრილობის გამართვის და ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.