ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის ერთადერთი განსხვავებაა, ღარიბაშვილი ორჯერ გააგდო პრემიერობიდან, ხოლო კობახიძე ერთხელ გაუშვა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან - ბოტკოველი

29.01.24 21:19
ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის ერთადერთი განსხვავებაა, ღარიბაშვილი ორჯერ გააგდო პრემიერობიდან, ხოლო კობახიძე ერთხელ გაუშვა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან - ბოტკოველი

"ირაკლების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება" - პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში სამთავრობო ცვლილებებს ივანიშვილის მხრიდან საზოგადოების შეურაცხყოფას უწოდებს და ამბობს, რომ კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის ერთადერთი განსხვავებაა, კერძოდ, ქართველმა ოლიგარქმა აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ორჯერ დაატოვებინა თანამდებობა, ხოლო გავრილოვის ჩამოყვანის გამო, კობახიძე ერთხელ გაუშვა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეობიდან.

ბოტკოველი ქართველ ხალხს 2024 წლის არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული განვითარებისთვის რუსული ხელისუფლების დასრულებაა საჭირო.

ეს არის ივანიშვილის მხრიდან ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა. ის, რომ ახლა კობახიძე რაიმე განსაკუთრებულს არ იზამს და კობახიძე ჩვეულებრივად მორჩილი იქნება ისევ მისი და ღარიბაშვილის გაგდება,  ერთადერთი განსხვავება არის ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის, ღარიბაშვილი ორჯერ გააგდო პრემიერ-მინისტრობიდან და კობახიძე ერთხელ გააგდო პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გავრილოვის ჩამოყვანის გამო, მაგრამ ისიც მასთან შეთანხმებული ქმედებები იყო, რისთვისაც მოიშორა, თუმცა ის ყოველთვის შეეცდება, რომ რაიმე სიახლე შეიტანოს, მაგრამ სიახლე იქნება და სიახლის მოლოდინი ხალხისთვის არის სხვა რამ - ამბობს ბოტკოველი.