ჩვენი ქვეყნის უძრაობის მთავარი ღუზა ივანიშვილია - ბუაძე

29.01.24 21:33
ჩვენი ქვეყნის უძრაობის მთავარი ღუზა ივანიშვილია - ბუაძე

შეიცვლება თუ არა პრემიერის ჩანაცვლებით ქვეყანაში რუსული რიტორიკა - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ირაკლი კობახიძეს კომიკურ პერსონაჟებს უწოდებს და ამბობს, რომ მათი ჩანაცვლება ქვეყანას არანაირ სიკეთეს არ მოუტანს, რადგან ამ შემთხვევაში, მთავარი მამოძრავებელი ძალა ქართველი ოლიგარქია.

ბუაძე მმართველ პარტიას ევროპული ოჯახიდან ქვეყნის მოწყვეტაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იქამდე, სანამ რუსული რეჟიმი არ დასრულდება, საქართველო ვერ შეძლებს დასავლური ღირებულებებით განვითარებას.

მთავარი ღუზა ჩვენი ქვეყნის უძრაობის და ამ რუსული მიმართულებით მოძრაობის არის ივანიშვილი. არავის ეგონოს, რომ უბიოგრაფიო ხალხი რამეს შეცვლის. მთავარი არის ივანიშვილი. ერთი ბალანსი შეიძლება გადააგდო ამ ქვეყნიდან, მაგრამ მეორე დარჩა, მთავარი ღუზა დარჩა საქართველოში, რომელიც აგრძელებს რუსული გეგმის შესრულებას, რომელიც ნიშნავს ქვეყნის მოწყვეტას ევროპული და დასავლური ოჯახიდან, რასაც მიზანმიმართულად ეწევა ეს ხელისუფლება - ამბობს ბუაძე.