ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს - ხაზარაძე
"ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს", - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.
ხაზარაძე წერს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორუფციული გარიგებების გამო, განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარედ.
ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს.
ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავჯდომარის.
ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას.
"ოცნებამ" იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლელებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი.
"ლელო" ემსახურება საქართველოს. გამარჯვებამდე დარჩა 39 კვირა!, - წერს ხაზარაძე.