ერთი პოლიტიკური თოჯინა ეყოლება ივანიშვილს, თუ მეორე, ამით არაფერი არ იცვლება - ბოკერია

29.01.24 22:18
ერთი პოლიტიკური თოჯინა ეყოლება ივანიშვილს, თუ მეორე, ამით არაფერი არ იცვლება - ბოკერია

ქართველი ოლიგარქის მიერ გამართული თოჯინების თეატრი ქვეყანაში - "ევროპული საქართველოს" დამფუძნებელი, გიგა ბოკერია კობახიძე-ღარიბაშვილს ივანიშვილის სათამაშოებად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, ბიძინას ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად ყოფნა მობეზრდა, ამიტომ იგი გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანი პირით ჩაანაცვლა.

ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით ადევნონ თვალი და გააცნობიერონ, რომ ქართველი ოლიგარქი სამთავრობო ცვლილებებით საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებას ცდილობს.

ერთი პოლიტიკური თოჯინა ეყოლება ივანიშვილს ხელში, თუ მეორე, ამ თოჯინების თეატრში ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერი არ იცვლება. ჩემი აზრით, მისი ეს, როცა უნდა, რომ გამოჩნდება, როცა უნდა, წავა, არის ის, რომ შეგვახსენოს, როგორი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, სადაც ერთ ადამიანს შეუძლია, რომ ასე მოიქცეს. ჩვენ არ ვიცით, რატომ, მაგრამ ის ერთი თოჯინა, რომელიც ხელში უჭირავს, გადაწყვეტს, რომ გადააგდოს. შეიძლება, ივანიშვილს მობეზრდა ეს სათამაშო. საზოგადოება იმას უნდა უყურებდეს, რომ ადამიანი, ვინც ასე ექცევა საკუთარ გუნდს, თოჯინებად უჭირავს და შეიძლება, გადააგდოს და გადმოაგდოს წარმატებული პრემიერი, იმას ნულოვანი პატივისცემა აქვს საზოგადოების და ქვეყნის  - ამბობს ბოკერია.