შესაძლოა, კობახიძე უფრო რთული ოპონენტი იყოს ოპოზიციისთვის, ვიდრე ღარიბაშვილი - რაქვიაშვილი
გაუწევს თუ არა ირაკლი კობახიძე ღირსეულ ოპონირებას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - პარტია "გირჩის" წევრი, სანდრო რაქვიაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ შესაძლოა, კობახიძე ბევრად რთული ოპონენტი იყოს, ვიდრე ღარიბაშვილი გახლდათ.
რაქვიაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ დაშვებულ შეცდომებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციისთვის კორუფციულ გარიგებებში გახვეული ღარიბაშვილი მეტად უფრო მარტივად დასამარცხელები პოლიტიკური ფიგურა იყო.
არ მაქვს იმის განცდა, რომ ღარიბაშვილი კარგი ფიგურა იყო. მე მგონია, რომ ღარიბაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციისთვის უფრო კომფორტულია. როცა პრემიერი გყავს, რომელიც კორუფციაში გაეხვევა, ბოდიში და იდიოტურ კანონს შემოიღებს, რომელიც შეიძლება, მერე ოპოზიციამ გამოიყენოს, ამ კუთხით კომფორტულია. ჩემი გადმოსახედიდან, კობახიძე შესაძლოა, უფრო რთული ოპონენტი იყოს ოპოზიციისთვის, ვიდრე ღარიბაშვილი. მე არ მაქვს განცდა, რომ "ქართულ ოცნებას" რაღაც დაემართა ამის გამო", - ამბობს რაქვიაშვილი.