"ივანიშვილმა აირჩია თავისნაირი ცივსისხლიანი ადამიანი, რომელიც მის დავალებებს შეასრულებს" - ვაშაძე

29.01.24 23:08
"ივანიშვილმა აირჩია თავისნაირი ცივსისხლიანი ადამიანი, რომელიც მის დავალებებს შეასრულებს" - ვაშაძე

"ივანიშვილმა აირჩია თავისნაირი ცივსისხლიანი ადამიანი, რომელიც მის დავალებებს შეასრულებს", - ასე აფასებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე სამთავრობო ცვლილებებს და ამბობს, რომ კობახიძე სწორედ ის ადამიანია, რომელიც მოწყვეტილია საზოგადოებასა და მის პრობლემებს.

ვაშაძე ქართველ ოლიგარქს რეალობიდან აცდენილს უწოდებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლება არაადეკვატური და არასწორი ნაბიჯია, რადგან ირაკლი კობახიძეს არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და ეკონომიკური განათლება.

გამორჩეული რაშიც არის ირაკლი კობახიძე არის ის, რომ მოწყვეტილია ხალხს ისევე, როგორც ივანიშვილი. საზოგადოებას, ადამიანებს, მათ პრობლემებს აბსოლუტურად მოწყვეტილია კობახიძე. სხვა, იზოლირებულ სამყაროში ცხოვრობს ისევე, როგორც ივანიშვილი. თავისი მსგავსი აირჩია. მას არ უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, არ ანაღვლებს ადამიანების პრობლემები, არის ცივსისხლიანი, არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თეთრზე შავი თქვას. არის ის ქოცური ყინულმჭრელი, რომელსაც შეუძლია უდიერად ამტკიცოს ნებისმიერი ტყუილის სიმართლე. ამაში მართლა გამორჩეულია. ივანიშვილმა შეარჩია თავის მსგავსი ადამიანი, რომელსაც ურთიერთობა, ხელის ჩამორთმევა არ შეუძლია. ასეთი ცივსისხლიანი ადამიანი შეარჩია, რომელიც დავალებებს შეასრულებს", - ამბობს ვაშაძე.