საქართველო მთავრობის გარეშე - ვის უშვებენ ღარიბაშვილთან ერთად?
საქართველო მთავრობის გარეშე - უკვე მეორე დღეა, ყველა მინისტრი გადაყენებულად ითვლება და ისინი მოვალეობას ასრულებენ.
შესაბამისად, აქტუალობას არ კარგავს, კითხვა - ვინ მიდის, ვინ მოდის და ვინ რჩება. ახლა ყველა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ელოდება, კანონის თანახმად, სწორედ მან უნდა წარუდგინოს პარლამენტს ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად, კობახიძემ კი 12 მინისტრის ვინაობა უნდა დაასახელოს.
აღმასრულებელ ხელისუფლებში ახლა სრული დაბნეულობაა, ბოლომდე არავინ იცის, ვის რა ბედი ეწევა. ამიტომ მინისტრები, რომელთა ბედიც თავადაც იციან, რომ უკვე გადაწყვეტილია, ჯერ თანამშრომლებთან დამშვიდობებას არ ჩქარობენ.
"პირველების" ინფორმაციით, წასვლა ემუქრებათ თავდაცვის, იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ლევან დავითაშვილი, ოთარ შამუგია - ეს ის მინისტრები არიან, რომლებიც სავარაუდოდ, პოსტებს დაემშვიდობებიან.
არ არის გამორიცხული, რომ თეა წულუკიანს კულტურის სამინისტრო დაატოვებინონ და იუსტიციის სამინისტროში დააბრუნონ.