"ივანიშვილის თოჯინები" - ოპოზიცია ღარიბაშვილის კობახიძის ჩანაცვლებაზე

30.01.24 11:19
"ივანიშვილის თოჯინები" - ოპოზიცია ღარიბაშვილის კობახიძის ჩანაცვლებაზე

ოპოზიცის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის კობახიძის ჩანაცვლებით არაფერი იცვლება.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ასე "თოჯინებივით" ექცევა თავის მომხრეებს, ეს ნიშნავს, რომ მთელ საზოგადოებას და ქვეყანას არ სცემს პატივს.

სადაც ერთ ადამიანს შეუძლია ასე თოჯინებივით ცვალოს პრემიერ-მინისტრი და სადაც ასე უპატივცემულოდ ექცევა თავის მომხრეებს, თავის გუნდს და ასეთ უტიფარ სისულელეებს ეუბნება, რომ სხვისი ჯერი მოვიდა და საბავშვო ბაღივით ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ მთელ საზოგადოებას და ქვეყანას არ სცემს პატივს და შეუძლებელია ასეთი ოლიგარქიული სისტემის პირობებში ქვეყანა წინ წავიდეს. ეს არის ის დასკვნა, რაც უნდა გამოვიტანოთ ამ ვითარებიდან", - აცხადებს გიგა ბოკერია.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის იმდენი "გაუპრავებელი" საქმეები დაუგროვდა, რომ მისი" გაპრავება" ძალიან რთული აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ ჩახსნეს პრემიერობიდან.

ღარიბაშვილის შემთხვევაში, ალბათ დაუგროვდა საკმარისზე მეტი საქმეები ისეთი, სადაც უბრალოდ "გაპრავება" არის ძალაინ რთული. ეს უკავშირდება ფრენებს, სამთავრობო ბორტით საკუთარი შვილის წაყვანას, თუ მამამისს, რომელიც ასობით ათას ლარს ჩუქნის, თუ ა.შ. ძალიან ბევრი ნეგატივი აიწება, რომლის "გაპრავებაც" ძალიან რთულია", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ადგილს ამჯერად ირაკლი კობახიძეს უთმობს.