ირაკლი ღარიბაშვილი არ დაუქვეითებიათ! - "ოცნების" დეპუტატი

30.01.24 11:13
ირაკლი ღარიბაშვილი არ დაუქვეითებიათ! - "ოცნების" დეპუტატი

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობიდან გაშვება დაქვეითება არ არის. 

მისივე მტკიცებით, არავის აქვს მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ.

"კატეგორიულად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ჩამოქვეითებაა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიცია უმნიშვნელოვანესია", - თქვა სარჯველაძემ. 

საკმარისად კარგად აიხსნა მიზეზები, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა პარტიას ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. არ ვფიქრობ, რომ მმართველობაში პრობლემამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, შიდა დემოკრატიული პროცესები მოითხოვს შესაძლებლობების კონფიგურაციათა ძიებას. ეს იყო აბსოლუტურად მართებული და ერთი პირის მეორით ჩანაცვლება არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი იყო და ახლა კარგზე უნდა გადავერთოთ. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ეს ჩამოქვეითება კატეგორიულად ვერ დავეთანხმები ამას. ირაკლი კობახიძე როცა პარტიის თავმჯდომარე გახლდათ, მე არ მაქვს ის განცდა, რომ ის რაიმე დაქვეითებულ პოზიციაზე მუშაობდა, უმნიშვნელოვანესია ის პოზიცია, რასაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჰქვია”, - განაცხადა სარჯველაძემ.