საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადანაცვლება - აქუბარდია ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებაზე
საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადანაცვლება - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ირაკლი ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებას პრემიერის პოსტზე.
აქუბარდიას თქმით, ეს გადანაცვლებები ბიძინა ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ მმართველობის ის ოლიგარქიული რეჟიმი შეინარჩუნოს, რომელიც თავად შექმნა.
ეს არის საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადანაცვლება იმისთვის, რომ ის რეჟიმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის სტილში შექმნა შეინარჩუნოს. განსაკუთრებით იმ მძიმე დროს, როდესაც მას მესამედ უკვე აქვს ძალაუფლება შესანარჩუნებელი", - ამბობს თეონა აქუბარდია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ადგილს ამჯერად ირაკლი კობახიძეს უთმობს.