ივანიშვილის კარზე ერთი სახელის მეორეთი ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება - ცისკარიშვილი

30.01.24 12:55
ივანიშვილის კარზე ერთი სახელის მეორეთი ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება - ცისკარიშვილი

ივანიშვილის კარზე ერთი სახელის მეორეთი ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, "არ აქვს მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს, ეს არც ეკონომიკურ განვითარებას მოიტანს და არც ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციას“: 

ჩვენ ქვეყანას სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ხალხს კი სჭირდება ღირსეული მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილები. ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით, ეს მთავარი ამოცანები არ სრულდება. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს და როგორ გადააადგილებს ივანიშვილი თავის კარზე სხვადასხვა ქვეშევრდომებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევცვალოთ რაც შეიძლება სწრაფად მოახლოებულ არჩევნებში ეს რეჟიმი, იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს და ასევე, იმავდროულად სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც ეკონომიკური განვითარების შედეგიც იქნება.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.