დაუწესეს თუ არ შეზღუდვები პარლამენტში შესვლაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს?

30.01.24 13:25
დაუწესეს თუ არ შეზღუდვები პარლამენტში შესვლაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს?

დაუწესეს თუ არ შეზღუდვები პარლამენტში შესვლაზე სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანს? გავრცელებული ცნობით, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის წამრომდგენელს საკონონმდებლო ორგანოში შესასვლელი მუდმივი საშვი გაუუქმა. ფაქტის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია. ერთ-ერთი ვერსიით, შეზღუდვები გოორგი მსხილაძეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაუწესა.

"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ საშვის გაუქმება არაფერს ნიშნავს და მსხილაძესაც და პარლამენტის წარმომადგენლებსაც შენობაშ შევსლა პირადობის მოწმობითაც შეუძლიათ. 

გიორგი მსხილაძესაც და მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენლებსაც არა თუ აეკრძალათ, მათ პირადობის მოწმობით შეუძლიათ შემოსვლა და არა მარტო შემოსვლა, მანქანით შემოსვლა შეუძლიათ. ასე რომ, მათ სპეციალური საშვი არ სჭირდებათ იმისთვის, რათა პარლამენტის შენობაში შემოვიდნენ. კატეგორიით ამაღლდა მათი ხელმისაწვდომობა. გაუმარტოვდათ ისევე, როგორც პარლამენტის ნებისმიერ წევრს ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში პირადობის მოწმობით შეუძლიათ შესვლა და არ სჭირდებათ საგანგებო საშვი, ზუსტად ისეა დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლისა და მთავრობის წარმომადნელისთვის, - ამბობს გია ვოლსკი. 

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ საშის გაუქმება-არგაუქმების საკიტხი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადასაწყვეტია. 

პარლამენტის თავმჯდომარე საშვს ვის მისცემს და ვის არ მისცემს, რა თქმა უნდა, ეს არის გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომელიც არის დაწესებული თვითონ საქართველოს პარლამენტში და გამომდინარე ყველა იმ შესაძლო თუ სამომავლო უსაფრთხოებიდან თუ ნებისმიერი სხვა კომპონენტიდან, რომელიც მოქმედებს საქართველოს პარლამენტში. გარწმუნებთ, რომ არცერთი ის ადამიანი, რომელსაც უნდა კონსტრუქციულად საქართველოს პარლამენტში მოსვლა და ა.შ., პრობლემა არასდროს შეექმნება. როდის იყო, რომ პარლამენტის ოპოზიცია ფიქრობდა და ზრუნავდა იმაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საშვი იქნებოდა დაშვებული მასზე თუ არ იქნებოდა? - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

ოპოზიცია კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს> "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ეს "ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების კიდევ ერთი მცდელობაა.  

საერთოდ პაპუაშვილის თავმჯდომარეობა შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პერიოდი და როგორც ჩანს, ახლა პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგი დაკნინების გზად ჩათვალეს, რომ გაუუქმონ  მის წარმომადგენელს მუდმივმოქმედი საშვი. ეს არისა მსარაცხვინო სახე ამ ხალხის, ვინც დღეს მართავს ქვეყანას, - ამბობს სამადაშვილი. 

აღნიშნულ საკითხტან დაკავშირეით განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთეტებს პარლამენტის თავმჯდომარე.