მკვდრებს თუ გაგვიტანენ, თორემ ცოცხლები რესპუბლიკურ საავადმყოფოს არ დავთმობთ - მედიკოსი
სამართლებრივიდ დავა დაწყებულია - ექიმების სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში წუთი-წუთზე შევა. მედიკოსები რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს ასაჩივრებენ და მმართველ გუნდს რეპრესიებში ადანაშუალებენ.
ექიმების თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო უკან არ დაიხევს, მზად არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყონ შიმშილობა.
ველოდებით სარჩელის შეტანას დღეს. ველოდებით რა პასუხოს მივიღებთ. ვიწყებთ შიმშილს, ჩვენ ცოცხლები არ გამოვალთ და არ დავთმობთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.არ ვიცი, თუ მკვდრებს გაგვიტანენ აქედან", - ამბობს ექიმი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები სახელმწიფოს და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობენ, ამბობენ, რომ თუ ისინი ხელს არ მოაწერენ ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას კომპენსაციებთან დაკავშირებით, 15 თებერვლამდე ჯანდაცვის სამინისტრო მათ სამსახურიდან გაათავისუფლებს.
38 წელია საოპერაციოში ვმუშაობ. გვიშორებენ, თან გვაიძულებენ, თუ არ დაწერთ წასვლაზე განცხადებას, არ მოგეცემათ კომპენსაცია, მარტო ორი თვის თანხას აიღებთო. მინდა მივმართო მინისტრს, ეს არის მისი დაპირება? ამ ქალღალდით გვიშორებს? მატყუარა. მითრხეს 5-მდე თუ არ დაწერ განცხადებას,მაშინ მოგეცემა მხოლოდ ორი თვის კომპენსაციაო", - ამბობს მედიკოსი.
გუშინ აზარაშვილის უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი კომპენსაციას დასთანხმდა.