ელიტური კორუფცია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მისი ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყაროა - ნადირაძე

30.01.24 13:37
ელიტური კორუფცია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მისი ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყაროა - ნადირაძე

ელიტური კორუფცია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მისი ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყაროა, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით,  სწორედ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არიან კორუფციული სისტემის შემოქმედები, რის გამოც ქვეყანაში ხალხი ღარიბდება. 

მინისტრები, პრემიერები საკუთარ ცოლებს ტყეებს რომ ჩუქნიან, მიწებს რომ ჩუქნიან, ხალხის ქონებას რომ ჩუქნიან და ეს ხდება საჯარო და ამაზე რეაგირება არ აქვს არცერთ შესაბამის სამსახურს, ეს არის ელიტური კორუფცია. იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაკავებულები იყვნენ ამ ფაქტების გამოძიებით, ისინი პირიქით, ხელს უწყობენ, რატომ? იმიტომ, რომ ელიტური კორფცია, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა არის მისი ძალაუფლების და ხელისუფლების შენარჩუნების მთავარი წყარო. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა "ქართული ოცნება" , რომ არა მათი მხრიდან ხელშეწყობა ამ ელიტური კორუფციის, ეს თავისთავად, ქვეყანაში ბუნებრივად ვერ იარსებებდა, მაგრამ ისინი არიან მთავარი შემოქმედები ამ კორუფციული სისტემისა და ამიტომ არის, რომ ადამიანები ღარიბდებიან, ამიტომ არის, რომ ცეცხლი ფასი აქვს პროდეუქტებს, მედიკამენტებს, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად საქართველოს 53 ქულა აქვს. საერთაშორისო ორგანიზაციის მკვლევარები მიზეზებს განმარტავენ და ამბობენ, რომ ამის მიზეზი სახელმწიფოს და ინსტიტუციების მიტაცებაა.