ელიტური კორუფცია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი გარემობა იქნება - საბა ბუაძე

30.01.24 13:45
ელიტური კორუფცია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი გარემობა იქნება - საბა ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ელიტური კორფუცია სწორედ ივანიშვილის მიერ არის შექმნილი. მისი თქმით, ამას დასავლელი პარტნიორებით კარგად ხედავენ, რაც შესაძლოა, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი გარემოება აღმოჩნდეს. 

კორუფციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის აწ უკვე გაგდებული ღარიბაშვილი, რომელიც კალაძესთან და სხვებთან ერთად გახდა ამ ქვეყანაში ივანიშვილის მიერ შექმნილი ამ უდიდესი კორუფციული ინფრასტრუქტურის მთავარი სახე და მაშინ, როდესაც ასეთი ფიგურებით ხდება ქვეყნის მართვა ივანიშვილის მიერ, ბუნებრივია, რომ ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს კარგად ხედავენ, ქვეყანა ფერხდება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამბობს საბა ბუაძე.

კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად საქართველოს 53 ქულა აქვს. საერთაშორისო ორგანიზაციის მკვლევარები მიზეზებს განმარტავენ და ამბობენ, რომ ამის მიზეზი სახელმწიფოს და ინსტიტუციების მიტაცებაა.