ივანიშვილის უარი კალაძეს პრემიერობაზე - "აჯანყდება? დაადებენ ბორკილებს და კორუფციაზე შეაგდებენ ციხეში"

30.01.24 15:11
ივანიშვილის უარი კალაძეს პრემიერობაზე - "აჯანყდება? დაადებენ ბორკილებს და კორუფციაზე შეაგდებენ ციხეში"

კობახიძე კალაძის ნაცვლად? - რატომ გააკეთა არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზე. ერთ-ერთი ვერსიით, ოლიგარქი მთავრობის მეთაურის პოსტზე კალაძის კანდიდატურასაც განიხილავდა, თუმცა, საბოლოოდ ფსონი კობახიძეზე დადო.

ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ კალაძის კანდიტურა ამ პროცესს მიღმა, მისი სავარაუდო კორუფციული გარიგებების და ბიზნეს ინტერესების გამო დარჩა.

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ ივანიშვილს კორუფციულ სკანდალში გახვული პერსონა არ აწყობდა.

"ოცნების" ყოფილი წევრი არც ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ოლიგარქისთვის კარგი დაცვის ინსტრუმენტი იქნება.

ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს სჭირდება ფარად, რომ რაღაცები აისხლიტოს. ჩემი აზრით, ღარიბაშვილი, ამ ტავისი კორუფციული სქემით იყო ძალიან დისკრედიტირებული და ფაქტობრივად, ამბრაზურის ფუნქციას ვერ შეასრულდებდა. დღეს კობახიძე ეცდება, რომ ამბრაზურის ფუნქციის გამტარი იყოს, მეხამრიდის ფუნქცია ჰქონდეს, რომ ძირითადი წამოსული ნეგატივი ივანიშვილზე, მან მიიღოს, იმიტომ, რომ კალაძეც არ არის შორს მასშტაბური კორუფციისგან, რომელიც ყვირის. შესაძლოა, ივანიშვილი კალაძესაც ოდესღაც ეუბნებოდა, ეხლა შენი დრო მოვა, ახლა შენი დრო მოვა, მაგრამ რა ალტერნატივა აქვს კალაძე? აჯანყდება? დაადებენ ბორკილებს და კორუფციაზე შეაგდებენ ციხეში. ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და ყველაზე დიდი ალბათობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2024 წლის არევნების შემდეგ და ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. შეიძლება, კარგი დაცვის ინსტრუმენტი იყოს პრეზიდენტობა, ამიტომ, მე არ ჩამოვწერდი ივანიშვილს, როგორც მომავალ კანდიდატს პრეზიდენტობაზე", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ადგილს ამჯერად ირაკლი კობახიძეს უთმობს.