შეზღუდვა პარლამენტში გადაადგილებაზე - დასაჯა თუ არა "ოცნებამ" გიორგი მსხილაძე კრიტიკული განცხადებების გამო?

30.01.24 15:35
შეზღუდვა პარლამენტში გადაადგილებაზე - დასაჯა თუ არა "ოცნებამ" გიორგი მსხილაძე კრიტიკული განცხადებების გამო?

დასაჯეს თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მუდმივმოქმედი საშვის გაუქმებით მისი კრიტიკული განცხადებების გამო? "ტვ პირველის" ინფორმაციით, შეზღუდვები მმართველმა პარტიამ გიორგი მსხილაძეს პარლამენტში გაადგილებაზე მას შემდეგ დაუწესა, რაც მასთან "ოცნების" დეპუტატებს კონფლიქტი ჰქონდათ. დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, სამუშაო შეხვედრის დროს  ფრცხალაძის, ეროვნული ბანკის და ცესკოს შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გახდა. 

საუბარი ეხებოდა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შერჩევის კონკურსებს, რომელიც პრეზიდენტმა ჩაატარა სამჯერ. "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს აბრალებდა პოლარიზებას და ამ დროს უპასუხა საპარლამენტო მდივანმა. უხამსობა, რაც დისკუსიისთვის შეუფერებელია, ნამდვილად არ ყოფილა. "ქართული ოცნება" ამბობდა, რმ პარლამენტარებთან ამ ფორმით დისკუსია იყო მიუღებელი, რაზეც უპასუხა მსხილაძემ, რომ იმედია, რომ ამას არ გამოიყენებენ მისთვის გადააგილების უფლების შეზღუდვისთვის, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

უკავშირდება თუ არა სანქციები პრეზიდენტის მდივნის წინააღმდეგ ამ ჩხუბს, პარლამენტის თავმჯდომარე დუმს, "ოცნება" კი თავის მართლების რეჟიმშია.