"ოცნება" დაპირისპირებას არ ადასტურებს - ვოლსკის მტკიცებით, ორ ირაკლის შორის კონსულტაციები იყო და გაგრძელდება

30.01.24 15:39
"ოცნება" დაპირისპირებას არ ადასტურებს - ვოლსკის მტკიცებით, ორ ირაკლის შორის კონსულტაციები იყო და გაგრძელდება

"ოცნება" გუნდში დაპირისპირებას არ ადასტურებს  - გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ სამთავრობო ცვლილებები და ერთი ფლანგიდან მეორეზე გადანაცვლება ახალ ენერგიას და ახალ იმპულსს მოუტანს მთავრობას და ორ ირაკლის შორის კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება .

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ერთმანეთთან ყოველთვის მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებოდნენ და ასევე გაგრძელდება. გრძელი, რთული გზა გამოვიარეთ საკმაოდ წარმატებულად, მიღწევები ნათელია, პრობლემები კიდევ ბევრია დარჩენილი და მობილიზება როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არ იქნება არანაირად შემცირებული. ერთი ფლანგიდან მეორეზე გადანაცვლება ახალ იმპულსს, ახალ ენერგიას მოგვცემს, მაგრამ მართვის სისტემა არ შეიცვლება. ირაკლი კობახიძე იქნება პოლიტსაბჭოს პოლიტიკური მდივანი და პოლიტსაბჭოში მას იგივე პოზიციები შეუნარჩუნდება, რაც ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის ადგილს ამჯერად ირაკლი კობახიძეს უთმობს.