ნინო ლომჯარია ხვალ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავა
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ხვალ ჩავა. სავარაუდოდ ომბუდსმენთან ერთად პანსიონში მეუფე იაკობიც იქნება.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს პანსიონის მმართველი მეუფე სპირიდონი არ უშვებდა, თუმცა თავშესაფრის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. ახალმა მმართველმა, მეუფე იაკობმა, 17 ივნისს თქვა, რომ მზად არის, ნინო ლომჯარია დაწესებულებაში შეუშვას. მან სახალხო დამცველთან შეხვედრაც გამართა.