წამოუდგება თუ არა სამთავრობო ლოჟაში მჯდომი ახალი პრემიერი ფეხზე პრეზიდენტს

30.01.24 17:37
წამოუდგება თუ არა სამთავრობო ლოჟაში მჯდომი ახალი პრემიერი ფეხზე პრეზიდენტს

ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებზე კომენტირებისას პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი უმაღლეს თანამდებებზე "პაიკებს" ნიშნავს. 

მეტიც, "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო ცვლილებებსაც კი კრემლთან ათანხმებს.

მთავარი თემა არის, რომ მას (პრეზიდენტს) აქ ხვდება, ისევე როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს  ივანიშვილის მიერ დანიშნული პაიკები, რომლებსაც ის ისე გადაანაცვლებს, როგორც ეს დასჭირდება მის ბატონს - კრემლს. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ძველი პრემიერი დახვდება, პრემიერის გარეშე გუნდი, თუ ახალი პრემიერი"- აცხადებს ნაცვლიშვილი. 

"პირველების" კითხვაზე, სამთავრობო ლოჟაში მჯდომი პრემიერი ირაკლი კობახიძე ფეხზე წამოუდგება თუ არა სალომე ზურაბიშვილს, ნაცვლიშვილი ამბობს: 

არა, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არ მაქვს. ამ ხალხს, ერთი რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება არ აქვთ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პერსონების, არამედ ინსტიტუტების მიმართ პატივისცემის შენარჩუნებას, რაც არ უნდა განსხვავებულ აზრზე იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.