კალაძეს ოლიგარქმა ისევ გვერდი აუარა - რატომ ჩააბარა ივანიშვილმა მთავრობა კობახიძეს?
პოლიტიკური ლიდერების დუმილის დღე "ქართულ ოცნებაში" - ღარიბაშივლის გაშვების შემდეგ დღეს არცერთი მათგანი თავისუფალი მედიის წინ არ გამოჩენილა. კობახიძე დღეს ცვლიბების გეგმას, სავარუადოდ, ივანიშვილათან ერთად წერდა. ახლა მთავარი ინტრიგაა, რა ექნება სათქმელი კახი კალაძეს, რომელსაც ივანიშვილი ჯერ პრეზიდენტობას ჰპირდებოდა, შემდეგ კი პრემიერობის რიგში ჩააყენა. კალაძეს ოლიგარქმა ისვ გვერდი აუარა. "ოცნების" ყველაზე რეტინგული ლიდერი მეთერმეტე წელია სათადარიგოთა სკამზე რჩება.
რატომ კობახიძე და არა კალაძე? ის, ვინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ტაქტიკას კარგად იცნობს, ამბობს, რომ 2024-ის არჩევნებზე კობახიძე პრემიერად "ოცნების" დამფუძნებლისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება. კობახიძეს კორუფციული წარსული არ აქვს, თუმცა არც რეიტინგი, მაგრამ ოლიგარქისთვის ეს გადამწყვეტი არ არის. ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა საჭიროა, მთავრობას მართავდეს კაცი, რომელიც მის სრულ მორჩილებაშია და მისი გვერდის ავლით ერთ ნაბიჯსაც კი არ გადადგამს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.