ნერვების ომი "ოცნებაში" - ვის უშვებს და ვის ტოვებს პოსტზე ივანიშვილი?
ივანიშვილი მისივე გუნდს უმალავს, ვის უშვებს და ვის ტოვებენ პოსტზე. "ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს, პარტიულ ჩატში მესიჯების მისვლას უშედეგოდ ელოდნენ. სრული დუმილია.ასეთი გაურკვევლობა "ოცნებაში" არ ახსოვთ. ყველა პარტიის ყრილობას ელოდება, რადგან ამ დრომდე არავინ იცის, ვის რას უპირებს ივანიშვილი. თავად ოლიგარქი კი გამქრალია. მეორე დღეა იძებნება მისი ფავორტი პრემიერობის კანდიდატიც და ის დეპუტატებიც, რომლებიც, არ არის გამორიცხული, პარლამენტიდან მთავრობაში აღმოჩნდნენ. ჯერ მხოლოდ სამი გვარი სახელდება - ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრად და ნიკა სამხარაძე ან მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყებაში. მათი დანიშვნა კი იმაზეა დამოკიდებული, ვის აუნთებს ივანიშვილი მწვანე შუქს კობახიძის გუნდიდან.
ბიძინა ივანიშვილი მისი გუნდის პრემიერს მისივე სასტუმროს სცენაზე 1 თებერვალს დაასახელებს. ამის შემდეგ კი უკვე კობახიძემ უნდა დაასახელოს 12 მინისტრის, მათ შორის ორი ვიცე პრემიერის გვარი.
ცვლილებები "ოცნებაში" ამით იწყება, თუმცა არ სრულდება. ახალ მინისტრებს თან მათი კადრებიც მიჰყვებათ, ამიტომ ახლა ნერვების ომია და არა მხოლოდ ზედა რგოლში. დიდ გაურკვევლობაში არიან ის ბიზნესმენებიც ვინც ტენდერების არხზე ისხდნენ. წასულებთან დალაგებული საქმეები ახლებთან უნდა გადაალაგონ. ერთადერთი, რაც ღარიბაშვილმა წასვლამდე მოასწრო, ახალი ელჩების დანიშვნაა, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, იმუშავებს თუ არა ახალი პრემიერი არიბაშვილის რჩეულ კადრებთან.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.