"ოცნებას" სააკაშვილის ციხეში ყოფნის პროცესი დადგმული აქვს, რადგან ივანიშვილს სურს, ყოფილი პრეზიდენტის თემა ყოველდღე განიხილებოდეს - მეზვრიშვილი

30.01.24 22:06
"ოცნებას" სააკაშვილის ციხეში ყოფნის პროცესი დადგმული აქვს, რადგან ივანიშვილს სურს, ყოფილი პრეზიდენტის თემა ყოველდღე განიხილებოდეს - მეზვრიშვილი

არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების ნაწილი - პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი "ტვ პირველის" ეთერში ბორკილებ დადებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ პუტინის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის გისოსებს მიღმა ყოფნის პროცესი დადგმულია.

მეზვრიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ის კონკრეტული პოლიტიკური ფიგურაა, რომლის უფლებებსაც გადამეტებულად იცავენ, რადგან მეზვრიშვილის თქმით, ქართველ ოლიგარქს სურს, სააკაშვილის თემა დღის წესრიგში არსებობდეს.

"ოცნებას" სააკაშვილის ციხეში ყოფნის პროცესი დადგმული აქვს. ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც კანონის ფარგლებში გადამეტებულად იცავენ, არის მიხეილ სააკაშვილი და ეს აწყობს ივანიშვილს, რადგან მას სურს, რომ სააკაშვილის თემა ყოველდღე იყოს განხილული", - ამბობს მეზვრიშვილი.