მოეშვით მორალური პიედესტალიდან საუბარს - ცხარე დებატები მეზვრიშვილსა და ხვიჩიას შორის
პოლიტიკური დებატები პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ნათია მეზვრიშვილსა და "გირჩის" დეპუტატის, იაგო ხვიჩიას შორის - ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელმა ხვიჩია "ოცნების" სასარგებლოდ საუბარში დაადანაშაულა და თქვა, რომ მმართველმა პარტიამ საპროკურორო საბჭოს წევრად ოვაციებით სწორედ ის ადამიანი აირჩია, რომელიც თვლის, რომ ბავშვთა პორნოგრაფია დანაშაული არ არის.
მეზვრიშვილმა ხვიჩიას მოუწოდა, რომ მორალური პიედესტალზე დგომას მოეშვას და ოპოზიციისთვის მორალის კითხვას თავი დაანებოს.
საპროკურორო საბჭოს წევრად იაგო "ოცნების" არჩეულია ზარზეიმით და ღლიცინით. ეს არის ადამიანი, ვისაც ქურდული სამყარო და კანონიერი ქურდები გამოხატვის თავისუფლება ჰქონია. ეს არის ადამიანი, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიაზე თვლის, რომ დანაშაული არ არის. ამ პარტიაში ქალთა მიმართ ძალადობა ოჯახის საქმე ჰგონიათ და ამას სიამაყით აცხადებენ. იაგოს სხდომებზე ხმა ერთხელ აქვს ამოღებული და იცით, რაზე? - ნარკოტიკებზე", - თქვა მეზვრიშვილმა.