"ჩვენი მახინჯი ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ ონკოპაციენტები მძიმე ვითარებაში იყვნენ" - სოფო ჯაფარიძე

30.01.24 23:50
"ჩვენი მახინჯი ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ ონკოპაციენტები მძიმე ვითარებაში იყვნენ" - სოფო ჯაფარიძე

"ჩვენი მახინჯი ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ ონკოპაციენტები მძიმე ვითარებაში იყვნენ", - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ "პირველი ხაზის" ეთერში გააკეთა.

სოფო ჯაფარიძემ მთავრობის მიერ ონკოლოგიური პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობაზე უარის თქმის ფაქტს მავნებლობა უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სამარცხვინოდ მოექცა.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც წავიდნენ ემიგრაციაში, რათა მიიღონ ადეკვატური მკურნალობა და გადარჩნენ, ძალიან ბევრ ჩვენ მოქალაქეს საზღვარგარეთ მკურნალობაზე უთხრეს უარი, რადგან მათ მოისმინეს, რომ ჩვენს ქვეყანაში უფინანსდებოდათ სრულად, რაც არის კიდევ უფრო მეტი მავნებლობა და სამარცხვინო დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობდეთ, რომ შევუმსუბუქოთ ეს მდგომარეობა, ჩვენი მახინჯი ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ადამიანები ასეთ მდგომარეობაში იყვნენ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.