დიდი გადალაგება და გაურკვევლობა "ოცნებაში" - როგორი იქნება ივანიშვილის ვერდიქტი?
დიდი გადალაგება და გაურკვევლობა „ ქარათულ ოცნებაში“ -პარტიულ ყრილობამდე რამდენიმე საათი რჩება. ყრილობა, სადაც ივანიშვილმა პრემიერი ოფიცალურად უნდა წარდგინოს, ხვალ 14:00 საათზეა დაანონსებული. მთელი ხელისუფლება ახლა ოლიგარქის განაჩენის მოლოდინშია. ჯერ არავინ იცის, ვის რას უპირებს ქვეყნის არაფორმალური მმართველი. სავარაუდოდ, უკვე ჩამოყალიბებულია იმ პირთა სია, ვინც პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლებს.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრს ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგენენ, ნიკოლოზ სამხარაძე, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილება. დაუზუსტებელი იფნორმაციით, განიხილება არჩილ თალაკვაძის და მამუკა მდინარაძს პარლამენტიდან მთავრობაში გადაყვანა. თალაკვაძე ჯანდაცვის, ხოლო მდინარაძე იუსტიციის მინისტრის პოსტზე.
პარლამენტში შესვლას კი პარტიული სიის პირები ელოებიან. კობახიძის გიორგი ბარვენიშილი ჩაანაცვლებს. ეს ის ბიზნესმენია, რომელიც კომოს ტბის სკანდალში მონაწილეობს. პარლამენტში შევა იმედა ნიკურაძეც. ის "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი 2012 წლიდან არის. ის "ელიტა ბურჯის" ადვოკატი იყო, რომელიც 2012 წელს დააკავეს. პარლამენტის დეპუტატი, სავარაუდოდ, არჩილ გორდულაძეც გახდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცვლილებები რეალურ შედეგზე გათვლილი არ არის. მათი თქმით, ხელისუფლებას არასროს უღიარებია, რომ ერთმა პრემიერმა შეცდომები დაუშვა და ამიტომ ანაცვლებენ სხვებით.
ეს გადაადგილებები ივანიშვილის იძლებული საჯარო დაბრუნებიდან დაწყებული ახლა ამ პრემიერების გადააგილებით აჩვენებს იმას, რომ ძალიან მძაფრად გრძნობენ მოახლოებულ კატასრტოფას და უმძიმეს კრიზისშ არიან. ეს არის კრიზისშ მყოფი, პანიკაში ჩავარდნილი ხალხის მოქმედებებეი, რომ თიტქოს ამ ცვლილებებით რაღაც შექმნან იმიტაცია იმის, რომ სიმყარე აქვთ, თუმცა პირიქით გამოსდით, - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ფასადურ ცვლილებებზე საუბრობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩიაც.
ხალხისთვის, მემგონი, ერთი ირაკლის მეორე ირაკლით შეცვლა არ მგონია, შვების მომტანი იყოს. ამის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს, იმიტომ, რომ, როგორც იცით, წინა პრემიერიც კარგი იყო, ახალი პრემიერიც კარგია, იმის წინაც კარგია. იმის წინა ცოტა პრობლემური იყო "ქართული ოცნების" აზრით ანუ მათი საქციელი ხომ არ არის ის, რომ ჩვენს პრემიერს რაღაცეები ეშლებოდა, ჩვენ ახლა ამას ვაღიარებთ, გამოვასწორებთ და ქართველი ხალხისთვის რაღაც უკეთესობა იქნება, - ამბობს იაგო ხვიჩია.
"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ცვლილებების შესახებ ჯერ არაფერი იციან და ყველა უნდა დაელოდოს როდის წარაგენს ახალი პრემიერი საკუთარ გუნდს.
რა თქმა უნდა, როდესაც მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობენ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ცოტა თავშეკავებულები უნდა ვიყოთ. უნდა დაველოდოთ იმ ეტაპს, როცა თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგენს საკუთარ გუნდს. დიდი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში , არ ვფლობს ინფორმაციას დიდი ცვლილებების შესახებ, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.